ქრონოლოგია

1863 წ. 5 იანვარს (ძვ. სტილით) დაიბადა ოზურგეთის მაზრის
სოფ. ლიხაურში.
1870 წ. შევიდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში.
1874-1875 წწ. სწავლობდა ფოთის სამაზრო სასწავლებელში.
1875 წ. ჩაირიცხა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.
1883 წ. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.
_ ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულფილოლოგიურ ფაკულტეტზე.
1887 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულფილოლოგიური ფაკულტეტი მეცნიერებათა კანდიდა-
ტის ხარისხით და მიიღო ისტორიის მასწავლებლის
მოწმობა.
1887-1894 წწ. თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში და კლასი-
კურ გიმნაზიაში ისტორიის, გეოგრაფიის, ლათინური და
ბერძნული ენების მასწავლებელია.
1888 წ. აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.
1889-1921 წწ. საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრია.
1894-1904 წწ. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგეა.
1897 წ. დააარსა დმანისის რაიონის სოფ. გომარეთის სკოლა.
1901 წ. აირჩიეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების
წევრ-კორესპონდენტად, შემდეგ კავკასიური განყოფილე-
ბის გამგედ.
_ რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის გან-
ყოფილების ნამდვილ წევრად.
1902 წ. კავკასიის სტუდენტთა საზოგადოების გამგეობის წევ-
რია.
1903 წ. თბილისის სამეურნეო საზოგადოების გამგეობის და
სამეურნეო ბანკის, სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგეკომიტეტის, წმ. ვლადიმერის სახ. უნივერსიტეტის ქარ-
თული სათვისტომოს საპატიო წევრია.
1904-1911 წწ. თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიაში და თბილისის
პროგიმნაზიაში ისტორიის მასწავლებელია. 43
1905-1918 წწ. მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკა-
სიის განყოფილების მდივანია.
1907 წ. დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოება.
1907-1921 წწ. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარეა.
1911-1918 წწ. თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიაში ისტორიის მას-
წავლებელია.
_ აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების თბილისის
განყოფილების გამგეობის წევრია.
1913 წ. ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების
საპატიო და მცხეთის ჯვრის სარესტავრაციო კომიტე-
ტის წევრია.
1915 წ. კავკასიაში ფაქიზი ხელოვნების წამქეზებელი საზოგა-
დოების წევრ-თანამშრომელია.
1916 წ. მიწათმოქმედების სამინისტროს კავკასიის კუსტარული
კომიტეტის წევრია.
1917-1921 წწ. კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუ-
ტის დირექტორის მოადგილეა.
1918 წ. მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
1918-1921 წწ. თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი და არქეოლოგიის კათედრის გამგეა.
1921 წ. დასაწყისში მცველად გაჰყვა საქართველოდან გატანილ
განძეულობას საფრანგეთში.
1922 წ. აირჩიეს პარიზის ფრანგ ნუმიზმატთა საზოგადოების
წევრად.
1925 წ. პარიზის სააზიო საზოგადოების წევრია.
1945 წ. აპრილის თვეში დაბრუნდა საქართველოში და თან
ჩამოიტანა საქართველოდან გატანილი განძეულობა.
_ აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქარ-
თველოს ისტორიის კათედრის პროფესორად.
1946 წ. აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის
ნამდვილ წევრად.
1953 წ. 21 თებერვალს გარდაიცვალა.
1963 წ. ყოფილი კავშირის ქუჩას ეწოდა ე. თაყაიშვილის
სახელი.
_ ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 44
1968 წ. ე. თაყაიშვილის სახელი მიენიჭა ოზურგეთის რაიონის
სოფ. ლიხაურის საშუალო სკოლას და იმავე სკოლის
მუზეუმს.
1986 წ. ე. თაყაიშვილის სახელი მიენიჭა დმანისის რაიონის
სოფ. გომარეთის სკოლას.
1990 წ. ე. თაყაიშვილის სახელი მიენიჭა საქართველოს
საისტორიო საზოგადოებას.
1991 წ. დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან
არსებული ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტო-
რიო საზოგადოების კულტურულ-სამეცნიერო საქველ-
მოქმედო ცენტრი.
1992 წ. დაარსდა ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის
კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერ-
სიტეტი.
1998 წ. დაარსდა ე. თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის
მუზეუმ-ნაკრძალი.
_ დაარსდა ე. თაყაიშვილის სახელობის პრემია.
2000 წ. 26 მაისს დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის
პანთეონში გადაასვენეს.
2002 წ. 17 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომამ წმიდანად
შერაცხა და ეწოდა `წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი~.
_ დაარსდა `წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის~ მედალი.
2003 წ. თბილისში, ვაშლოვანის ქუჩაზე გაიხსნა `ღვთისკაცი
ექვთიმე თაყაიშვილის~ ბინა-სამლოცველო.
_ დაარსდა ექვთიმე თაყაიშვილი სახელობის საქველმოქმედო ფონდი.
2008 წ. თბილისში გაიხსნა `წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის~ სახე-
ლობის ტაძარი

წყარო: წიგნი “ექვთიმე თაყაიშვილის ბიბლიოგრაფია”, 2010 http://bit.ly/12kwrvO

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s