ჩემ შესახებ

მოგესალმებით.

მოგეხსენებათ, 2013 წელი იუნესკომ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბლეო წლად გამოაცხადა, ხოლო ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბლოგებს შორის კონკურსი დაიწყო. მისი მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის გაცნობა და ამავდროულად ახალგაზრდების წახალისება.

1

ეს სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი ბლოგი გახლავთ, ხოლო მე კი – მისი ავტორი – ცოტნე ჩახვაძე.

ამჟამად, მე ქალაქ თბილისის მე-10 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე გახლავართ.

ამავდროულად, უკვე თითქმის ორი წელია მაქვს მეორე ბლოგიც – “ენტოცია – წვეთი ზღვაში”. გთავაზობთ ნაწყვეტს მისთვის დაწერილი პოსტისთვის ჩემ შესახებ:

“გამარჯობა! რამდენიმე წლის, დღის, საათისა და წუთების წინ, 1995 წლის 15 ივლისს, შაბათ დღეს ამ ქვეყნიერებას მოვევლინე. გადიოდა დღეები და სიარულთან ერთად ლაპარაკიც დავიწყე! ჯერ კიდევ პატარა და ამ ცხოვრების იდუმალებით მოხიბლულმა, თუ შეშინებულმა მშობელთან ერთად, საზეიმოდ (რა მეზეიმებოდა, აბა მაშინ რა ვიცოდი?!) შევაღე საბავშვო ბაღის კარი. რამდენიმე წლის შემდეგ კი, რაც ზაფხულის ცხელი და სასიამოვნო (მაშინ ასე მეჩვენებოდა) დღეები მიილია და წარსულში დაიდო ბინა, დიდი ჩანთით ნაცნობ გარემოში, თუმც უცხო ბავშვებითა და მასწავლებლებით სავსე ოთახში აღმოვჩნდი, მასწავლებლის მაგიდიდან 2 მერხით მოშორებულ სკამზე მოკალათებული. აი მაშინ მივხვდი რომ რაღაც შეიცვალა – დიდი რამ მოხდა – გავიზარდე.” განაგრძეთ კითხვა >>>

იმედია თქვენთვის ბლოგი საინტერესო და ინფორაციული იქნება, ახლა კი მის სტრუქტურას გაგაცნობთ. ბლოგზე ცალკეა განთავსებულია ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია, მისი მოღვაწეობის ქრონოლოგია და მისი ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციები. ბლოგის კატეგორიებს შეადგენს: ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე, მისი მოგონებები, ექსპედიცია, პირადი წერილები, შემოქმედება (სამეცნიერო ნაშრომები), სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, მედია და ფოტო და ვიდეო გალერეა. ბლოგზე თითოეული პოსტის ბოლოს და ასევე ცალკე, ერთიანად არის მოცემული პოსტ(ებ)ის დასაწერად გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები.

შეგიძლიათ დამიკავშირდეთ  ფეისბუქზე >>

2 responses to “ჩემ შესახებ

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s