მედია ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ

16 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საპატრიარქოს ორგანიზებით  დიდი ქართველი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა  ილია მეორემ აღნიშნა, რომ წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი 2002 წელს წმინდანად შერაცხა:
”ექვთიმე თაყაიშვილმა შეუნახა საქართველოს მომავალ თაობებს ის სულიერი და მატერიალური განძი, რომელიც ღმერთმა მიანდო მას”.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელი საუკუნეებს გაუძლებს და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ზნეობის მაგალთი იქნება,- განაცხადა კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა:
” მან მოახერხა და დაიცვა ბოლშევიკებისგან ჩვენი საგანძური. კარგად მოგეხსენებათ, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა ის  წლების განმავლობაში,  საკმარისი იყო  ხელყოფა ოდნავ მაინც ერთი ნივთისთვის  და მას შეეძლო ადამიანურად ეცხოვრა. მან ეს არ იკადრა, მან ამით აჩვენა, რა არის პატიოსნება და რა არის ერისკაცობა. ზუსტად ეს არის ის, რაც ჩვენ გზას გვინათებს დღეს და გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ერისკაცი. მე ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში იქნება მანათებელი ჩვენი ერისთვის. თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო, როგორ შეიძლება თავი გადადო საკუთარი სამშობლოსათვის. ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში გაუძლებს მსგავსი ადამიანების ღვაწლი. დიდი პატივი მივაგოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ასეთი ეტალონური ერისკაცობა”. – აღნიშნავს ამერიკის ხმა თავის სტატიაში

მის ცხოვრებსა და იუბილეს მიუძღვნა “ტელე-იმედმა” სიუჟეტები:

დღეს, 16 იანვარს, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ხსენების დღე აღინიშნება. 15.00 საათზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ექვთიმე ღვთისკაცის საფლავთან მისადმი მიძღვნილი სავედრებელი პარაკლისი ჩატარდება.

ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. – ნაწყვეტი “ჯი-ეიჩ-ენის” სტატიიდან.

ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით დილის გადაცემებში “რუსთავი 2-სა” და “ერთსულოვნებაზე” ჟურნალისტებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელ ესმა მანიასთან ერთად გაიხსენეს და მისი მოღვაწეობა მიმოიხილეს.

ასევე NewPosts-სა და მედიანიუსის ობიექტივშიც მოექცა ქვთიმე თაყაიშვილის იუბილე და იუნესკოს მიერ 2013 წლის მის საუბილეო წლად გამოცხადება.

მიმდინარე მოვლენები საზოგადოებრივა მაუწყებელმაც გააშუქა.

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s