ემიგრანტული ნაშრომები (ტომი I)

მოცემული წიგნი შესავალსა და აღწერაში ვკითხულობთ: “მრავალტომეულში იბეჭდება ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების მიერ უცხოეთში ქართულ ენაზე შექმნილი ნაწარმოებები.

პირველ ტომში მკითხველი გაეცნობა ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრანტულ ნაშრომებს. აქვე ქვეყნდება სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერის მიერ ნაკარნახევი მოგონებები ქართველ მწერლებზე.”

დამსახურებული პროფესორის პეტრე მელიქიშვილის
გარდაცვალების გამო

პეტრე მელიქიშვილი

პეტრე მელიქიშვილი

ქართული უნივერსიტეტის დაარსებამდის აწ გარდაცვალებულს პროფესორს პეტრე მელიქიშვილს ქართული ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობდა. ამისი მიზეზი იყო ორი გარემოება, სრულიად გასაგები. ერთი ის, რომ პეტრე მელიქიშვილი საქართველოში არ ცხოვრობდა და ქართულ საზოგადო საქმეებში პირად მონაწილეობას ვერ იღებდა; მეორე ის, რომ პეტრე იყო მეცნიერი ისეთი დარგისა, რომლის მიღწევების გაგება და დაფასება შეუძლიათ მხოლოდ სპეციალისტებს და არა ფართო საზოგადოებას.

ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობდა ჩვენს პოეტებს, ლიტერატორებს, ისტორიკოსებს და საზოგადოდ, ქართული საქმიანობის მოღვაწეებს, რომელნიც სათავეში უდგნენ და ხელს უწყობდნენ ეროვნულ აღორძინებას. საკმაოდ ცნობილნი
იყვნენ აგრეთვე ჰუმანიტარული დარგის პროფესორებიც, ვინაიდან მათი შრომანი უფრო გასაგები და ხელმისაწვდენი იყო ფართო საზოგადოებისათვის; საბუნებისმეტყველო დარგის პროფესორები კი ნაკლებად ცნობილნი იყვნენ. ასეთები
ჩვენ მეცხრამეტე საუკუნის დამლევამდის ცოტანი გვყავდა – სულ სამი კაცი: ფიზიოლოგი – თარხნიშვილი და ქიმიკოსები – ვასილ პეტრიაშვილი და აწ განსვენებული პეტრე მელიქიშვილი. – ნათქვამია ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომის დასაწყისში. (იხ. ის სრულად >>>)

გთავაზობთ მოც. წიგნის სარჩევს:

ს ა რ ჩ ე ვ ი

დამსახურებული პროფესორის პეტრე მელიქიშვილის გარდაცვალების გამო
სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები (ნაწილი პირველი)
სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები (ნაწილი მეორე)
ქართული სიძველენი ევროპელ ანტიქვარებთან
პავლე იოსების ძე თაყაიშვილი
ელენე თარხან-მოურავისეული ვეფხის-ტყაოსნის სურათებიანი ხელნაწერი
აკადემიკოსი ნიკო იაკობის ძე მარრი
იური ნიკოლოზის ძე მარრი
ეროვნული განძეულობის თაობაზე
მიმართვა ქართველ ემიგრაციისადმი
ანგარიში
ანგარიში
წინასიტყვაობა თამარ პაპავას წიგნზე „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“
ჯვარის მონასტრისეული „თთვენი“ ანუ „საგალობელნი“ მეთერთმეტე
საუკუნისა
ჩუმი მოღვაწის იოსებ დადიანის ხსოვნას
ანგარიში
კოლია თაყაიშვილი
ანგარიში
მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში
ანგარიში
სამუსულმანო საქართველო
გიორგი მეფის ერთი ფულის შესახებ
ოსებისადმი ბოძებული ექვსი სიგელი
პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი
ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი
არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს.
მოგონებანი ქართველ მწერლებზე
ილია ჭავჭავაძე
აკაკი წერეთელი
გიორგი წერეთელი
ვაჟა ფშაველა
ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა)

იხ. წიგნი სრულად >>

წყარო: “ქართული ემიგრანტული ლიტერატურა

დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა”
მრავალტომეული
1
გურამ შარაძის საერთო რედაქციით
თბილისი 1991

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s