მოგონებები ეგნატე ნინოშვილზე

ეგნატე ნინოშვილი

ეგნატე ნინოშვილი

ეგნატე ნინოშვილს პირადად არსად არ შევხვედრივარ და არც გამიცვნია. მხოლოდ ერთხელ მომწერა წერილი და მთხოვა, მასალები მიმეთითებინა გურიის აჯანყების შესახებ. მე სიამოვნებით ავუსრულე ეს თხოვნა. ჯერ დავუსახელე ოფიციალური ცნობები, რომელიც სამხედრო შტაბში ინახებოდა (მაშინ სამხედრო შტაბში მუშაობდა ჩემი ძმა – ვარლამ თაყაიშვილი; იმისგან შევიტყე ნომერი საქმისა). ამას გარდა, ვურჩიე პირადად ენახა ბიძაჩემი ედიშელ თაყაიშვილი, რომელიც ამ ჯანყში ერია და დაჭრილი იყო მუხლის თავში, და მივსწერე დაწვრილებით, თუ როგორ ჩაბმულიყო ის ამ აჯანყებაში, ვის გადაერჩინა დაკოდილი და სხვა.

ბიძაჩემიდან მე ასე მქონდა გაგონილი: მოთავენი აჯანყებისა ყოფილიყვნენ დავით გუგუნავა და დავით გურიელი. გუგუნავა მოსულიყო ჩვენს სოფელში, ლეხოურში ჯარის შესაკრებად. ბიძაჩემი ედიშელი მაშინ 16 წლისა ყოფილიყო.
ბებიაჩემს ის დაემალა სახლში, რომ გუგუნავას არ ენახა და არ მოეთხოვა მისი წაყვანა. „მე კი, – მითხრა ბიძაჩემმა, – დიდად მინდოდა მასთან წასვლაო“. ამიტომ დაუწყია ღრიალი. ეს გაუგონია დავით გუგუნავას და უკითხია ბებიაჩემისათვის:
ვინ არის, რომ ღრიალებსო? რომ გაუგია, რაში ყოფილა საქმე, გუგუნავას გამოუყვანია სამალავიდან და წაუყვანია ეს გახარებული 16 წლის ახალგაზრდა, მაშინ უკვე თოფის სროლაში გაწვრთნილი.

ეგნატე ნინოშვილი

ეგნატე ნინოშვილი

ბიძაჩემს უამბნია, რომ აჯანყებისათვის მზადებას ორი კვირით ადრე შეუდგნენო ლეხოურში, და რომ ჯარის შეკრებას მეთაურობდაო ხოსო გოგორიშვილი. მამაჩემი მაშინ კარდონის ნაჩალნიკი ყოფილიყო, ე. ი. მდინარე ჩოლოქის კარდონის მცველი (ჩოლოქის წყალი შეადგენდა საზღვარს რუსეთის და ოსმალეთისას, მის მცველს კარდონის ნაჩალნიკი ერქვა).

მეორე ჩვენი გვარის კაცი, ქაიხოსრო თაყაიშვილი, რუსის მთავრობის მოხელე იყო. მამაჩემი და ქაიხოსრო თაყაიშვილი შეგნებული წინააღმდეგნი ყოფილან აჯანყებისა და ამბობდნენ, ესენი ვერას გახდებიან და დიდი ზარალი მოუვა გურიასო; მაგრამ მათ არ უჯერებდნენ. ბიძაჩემმა მითხრა: მზადება ჩვენს სოფელში იმითაც გამოიხატებოდა, რომ ჯვარს ზემოთ (ჯვარი ერქვა იმ ადგილს, სადაც ეკლესია იყო) აჭის წყლის სათავეში მიმავალი გზა შეკრეს, რამოდენიმე ხე აქა-იქ
მოსჭრეს და მით გადახირეს გზაო. მამაჩემს უკითხავს: „რად ჩადიხართ ამ საქმეს?“ იმათ უპასუხიათ: „ამაზე რუსები ვერ გადავლენ“-ო; მამაჩემს კი უპასუხია (ბიძაჩემმა მითხრა): „რუსებმა კავკასიის მთები გადმოლახეს და თხმელას ხეები დააკავებს მათო?!“ იხ. სრულად (გვ. 292) >>

წყარო: “ქართული ემიგრანტული ლიტერატურა

დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა”
მრავალტომეული
1
გურამ შარაძის საერთო რედაქციით
თბილისი 1991

One response to “მოგონებები ეგნატე ნინოშვილზე

  1. გამოხმაურება: ემიგრანტული ნაშრომები (ტომი I) | ექვთიმე თაყაიშვილი·

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s